ჩეხეთის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში

19-26 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სადოქტორო/სამაგისტრო პროგრამა და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, ჩეხეთის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად საველე ვიზიტზე იმყოფებოდნენ – თბილისში საერთაშორისო/ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავროვო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ, ბავშვთა კეთლდღეობის, ქალთა უფლებების და სხვა პროფესიული საჭიროებების მიმართლებით. საველე ვიზიტები განხორხილდა შემდეგ ორგანიზაციებში: ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელი, SOS ბავშვთა სოფელი საქართველო, საქართველოს კარიტასი, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და თემი “ქედელი”. 

ორგანიზაციებში ვიზიტისას, პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორები გაეცნენ ადგილობრივი ორგანიზაციის სერვისებს, საჭიროებებს, მეთოდოლოგიური მუშაობის მეთოდებს და არსებულ გამოწვევებს.

პროექტი მიმდინარეობს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის, სოციალური მუშაობის მიმართულებით ლექტორების და სტუდენტების მობილობა, ასევე სოციალური მუშაობის პროფესიის გაცნობა პრაქტიკის და თეორიის მიმართულებით.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on google
Google+