ტრეინინგი ეთიკური საკითხების შესახებ

7 თებერვალს სოციალური მომსახურებებისა და მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის ორგანიზებით პროექტ „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ეთიკური საკითხების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდნენ სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაივლიან პრაქტიკას და ჩაერთვებიან კვლევის საველე ნაწილში, კერძოდ, მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომელთა მიზანია მიუსაფარი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება. პროექტის თანამშრომლებმა სტუდენტებს გააცნეს კვლევის ეთიკური სტანდარტები და მოწყვლად ჯგუფებთან (კერძოდ, ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან) მუშაობის კონკრეტული მეთოდები. სტუდენტებს პრაქტიკის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევენ კვლევითი ცენტრის კოორდინატორი, სოციალური მუშაობის დოქტორანტი თეონა გოცირიძე და ასოცირებული მკვლევარი, სოციალური მუშაობის მაგისტრი ქეთევან ლეკიშვილი.

https://iliauni.edu.ge/…/treningi-etikuri-sakitxebis-shesax…

პროექტის შესახებ

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების  მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31).

პროექტის ფარგლებში იგეგმება ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკროდონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს საქართველოში პირველი სამეცნიერო პროექტია სოციალური მუშაობის მიმართულებით.

 

 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on google
Google+