გუნდი
შორენა საძაგლიშვილი არის პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ (№ FR17_31) სამეცნიერო ხელმძღვანელი. იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური მუშაობის მიმართულებით. შ. საძაგლიშვილი ფლობს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (2005 წ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი) და ასევე, სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხს (2003 წ, აშშ, კოლუმბიის უნივერსიტეტი). შორენა საძაგლიშვილი ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევით ცენტრს, რომელიც დაარსდა პროექტის ხელშეწყობით. შორენა საძაგლიშვილი სოციალური მუშაობის პირველი სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელია საქართველოში. ამჟამად, ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავდროულად, იგი არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მოქმედი თავჯდომარე 2019 წლიდან. მისი კვლევითი ინტერესები ეხება სხვადასხვა ადიქციას, ტრავმული გამოცდილებების გავლენას ადამიანისა და საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
თეონა გოცირიძე არის პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ (№ FR17_31) კოორდინატორი. იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. ასევე, იგი არის კვლევის კოორდინატორი „სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარე- 4 ბის კვლევითი ცენტრი“-ში. იგი ფლობს სოციალურ მუშაობაში მაგისტრის ხარისხს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). მას აქვს, 8 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სოციალურ მუშაობის კვლევების მიმართულებით. მუშაობდა სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციებზე. მისი კვლევითი ინტერესებია: მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებები, სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა და ა.შ. თეონა გოცირიძე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხება ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდების სოციალური ქსელების შესწავლას და მის ზეგავლენას ახალგაზრდების სარისკო ქცევებზე.
ქეთევან ლეკიშვილი არის პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ (№ FR17_31) მკვლევარი. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან მიიღო სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი. ასევე, მას მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ქეთევანი არის „სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის“ ასოცირებული მკვლევარი. მას აქვს არასრულწლოვნებთან მუშაობის 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესებია: ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, ბავშვთა კეთილდღეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები და ა.შ. ქეთევანი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე და ღონისძიებებში