Search
Close this search box.

პროექტები

პროექტი:  “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან”

პროექტი “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან”  2017 წლიდან, ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის # FR17_31).

პროექტის ფარგლებში იგეგმება საემეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევის განხორციელება ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში.  კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო პროექტი სოციალური მუშაობის მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 14 და 19 წლამდე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრე და პოსტ კონსულტირება აივ შიდსზე და ტესტირება, რომელსაც განახორციელებენ პროექტის თანამშრომლები ორგანიზაცია “თანადგომის” სუპერვიზიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია “თანადგომას” შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პრაქტიკაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების განვითარება სოციალურ მუშაობაში შშმ პირების ინკლუზიისა და სოციალური რეფორმებისათვის

პროექტი მიმდინარეობს 2017 წლიდან  ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მონაწილეობენ ნორვეგიის, საქართველოს, სომხეთისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მუშავდება ახალი სასწავლო პრაქტიკული სწავლების მოდული „სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში“ და პრაქტიკის ხელმძღვანელების უწყვეტი განათლების პროგრამა. გარდა ამისა, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 3-კვირიან სოციალური მუშაობის პრაქტიკას გაივლიან ნორვეგიის უნივერსიტეტში (რუდოლფ შტაინერის კოლეჯში, რომელთანაც გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი).

პრაქტიკის სწავლებაში ჩართულნი არიან შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: ა(ა)იპ კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (სოციალური თერაპიის სახლი), ა(ა)იპ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, თემი ქედელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.

პროექტი: Inside Out

გლობალური მონაწილეობის უზრუნველყოფითა და კონკრეტული გზავნილების გავრცელებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. პროექტი ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანის ჯეი არის წამოწყებულია.

მოქალაქეებს აქვთ საშუალება, პოზიცია გამოხატონ. “INSIDE OUT” სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად სათანადო პლატფორმას ქმნის პირადი მოსაზრების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის გზით. ამჯერად 138 ქვეყნის 2329 ჯგუფური აქციაა განხორციელებული, რომლებიც თემატურადაც მრავალფეროვან, კონკრეტული ქვეყნისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს https://www.insideoutproject.net/

პროექტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია ექსპერტიზ ფრანსი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებას.

პროექტი: ,,სერვისის სწავლება – ჩართული და კოლაბორაციული სწავლა და სწავლება სოციალურ მუშაობაში’’

EASSW-ის (სოციალური მუშაობის სკოლების ევროპის ასოციაცია, www.eassw.org) მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „სერვისის სწავლება – ჩართული და კოლაბორაციული სწავლა და სწავლება სოციალურ მუშაობაში’’. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი სოციალური მუშაობის მიმართულებით ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად.

პროექტის მიზანია სოციალური მუშაობის განათლების დახვეწა სერვისის სწავლების მიმართულებით, საერთო პუბლიკაციების მომზადება და გამოცდილების გაზიარება ევროპელ პარტნიორებთან სათემო სწავლების კუთხით.

პროექტში ჩართულნი არიან პროფესორები სოციალური მუშაობის მიმართულებით, მოწვეული და პრაქტიკის მასწავლებლები, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. პროექტის ერთ-ერთი შედეგი იქნება თანამშრომლობის გაღრმავება პრაქტიკის ორგანიზაციებთან სერვისის სწავლების მიმართულებით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://bit.ly/3B0Esfy

ქართული ვერსია: 

ინგლისური ვერსია: