CELCIS, UK (Center for excellence for looked after children in Scotland) და Global Social Service Workforce Alliance ის მიერ ორგანიზებულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტომა პროფესორმა შორენა საძაგლიშვილმა გააკეთა მოხსენება სოციალური მუშაობის პრაქტიკის გამოწვევებზე სამაგისტრო დონეზე და კვლევის საჭიროებებზე. ღონისძიება ჩატარდა 2019 წლის 3-4 ოქტომბერს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები დიდი ბრიტანეთის, სერბიის, ბულგარეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ტაჯიკეთის უნივერსიტეტებიდან. მონაწილეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ სოციალური მუშაობის პრაქტიკის და კვლევის განვითარების მიმართულებით.