Search
Close this search box.

მისია

სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების

მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი  

 სოციალური მუშაობა – ქცევითი მეცნიერება

უფრო მეტი, ვიდრე ემპირიული მონაცემების მეტაანალიზი  და/ან მარტივი გაერთიანება. აქტივობების სპეციფიური თეორიების შექმნა –ე.წ. ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

სოციალური მუშაობა – გამოყენებითი მეცნიერება

სოციალური მუშაობა არის ინტერდისციპლინური: სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები ერთად მუშაობენ, რათა მოახდინონ თეორიების სინთეზი და ინტეგრაცია საერთო პრობლემის შესასწავლად;

სოციალური მუშაობა არის ტრანსდისციპლინური: სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები და პრაქტიკოსები თანამშრომლობენ რთული სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.

სოციალური მუშაობა, როგორც ინტეგრაციული დისციპლინა იყენებს სოციალურ მეცნიერებებში არსებულ თეორიებს, ასევე ქმნის სოციალური მუშაობის ინტეგრაციულ თეორიებს, ე.წ. „ადგილობრივ ცოდნასა“ და მოდელებს კომპლექსური და კრიტიკული სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.

სოციალური მუშაობა – ტრანსლაციური მეცნიერება

– კვლევა, რომელიც ახორციელებს პრაქტიკის ინფორმირებას და პრაქტიკა, რომელიც ახდენს კვლევის ინფორმირებას.

– პრაქტიკოსისა და მკვლევრის დაკავშირება.

– ისეთი კვლევითი მოდელებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც  საჭიროა მეცნიერებაზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების   შესაქმნელად.