სასწავლო მოდულები
სასწავლო მოდულის დანერგვა – “სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში”
ევრაზიის გრანტის “Building bridges – development of practice based higher education in social pedagogy as a tool for social reforms and inclusion of persons with disabilities in Armenia, Georgia, Kyrgyzstan and Norway”. (CPEA-LT-2017/10043) – “სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში” საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებში, რომლის მიზანია პრაქტიკაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების განვითარება სოციალურ მუშაობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიისა და სოციალური რეფორმებისათვის სოციალური პედაგოგიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ორ წლიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს პარტნიორ ორგანიზაციებში: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (Apnsc), თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი-თემი ქედელი.
პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, როგორც ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებთან, ასევე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ მათთან ერთაად თემ ქედელში. სწავლების პერიოდში არაერთი დავალება და აქტივობა შეასრულეს ერთობლივად, რა დროსაც სტუდენტბი დაეულფნენ და გაიმუჯობესეს მთელი რიგი კომპეტენციები.
ორ წლიანი მუშაობის დასასრულს სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადეს ერთობლივი პროექტები, რომელიც წარადგინეს საერთაშორისო ონლაინ ვირტუალურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეოთხე სემესტრის დასასრულს, 2021 წლის 29 მაისს. https://conferencegasw.wixsite.com/gasw