Search
Close this search box.

სოციალური მუშაობის განათლების თანამედროვე მიდგომები

25, 26 და 27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს + მობილობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო სემინარი. ერაზმუს+ მობილობის მიზანია სოციალური მუშაობის მიმართულებითლექტორების და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. ოლომოუცის, პალაცკის უნივერსიტეტის უნივერსიტეტს (ჩეხეთი) შორის. საერთაშორისო ვორკშოპზე სამეცნიერო მოხსენებები გააკეთეს წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის, ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალური მუშაობის დოქტორმა ტატიანა მატულაიოვამ და დეპარტამენტის პროფესორებმა იაკობ დოლეზელმა, აგნეშკა ზოგატა-კუსცმა და ზლატიცა დორკოვამ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ლექტორები, ასევე, სოციალური მუშაობის პრაქტიკის მასწავლებლები პრაქტიკის ორგანიზაციებიდან. საერთაშორისო სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სკოლის სოციალური მუშაობა, სერვისზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, მოხალისეობა და უმაღლესი განათლების სოციალური პასუხისმგებლობა, სპირიტუალობაზე დაფუძნებული სოციალური მუშაობის პრაქტიკა, მიგრაციის პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან მუშაობის ინოვაციები. პროექტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის. ამ ეტაპზე უკვე განხორციელდა ოთხი ქართველი ლექტორის, ოთხი ჩეხი ლექტორის, ორი ქართველი სტუდენტის და ერთი ჩეხი პრაქტიკანტის მობილობა. გაზაფხულის სემესტრში იგეგმება დამატებით კიდევ ერთი ლექტორის, 6 ქართველი სტუდენტის და 5 ჩეხი პრაქტიკანტის მობილობა. ღონისძიებას უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნებისფაკულტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამამ სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევით ცენტრთან ერთად

 

Facebook
Twitter