ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის პროგრამის 20 წლის იუბილე აღინიშნა

2006 წლიდან დღემდე პროგრამამ მოამზადა 230-მდე კურსდამთავრებული, რომლებიც დღეს წარმატებით საქმიანობენ სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროში.
ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, სტუდენტები და პროფესორები. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო მატარაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის პროგრამის ეროვნულ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ პროგრამის ხარისხი აღიარებულია ამერიკის სოციალური განათლების საბჭოს (CSWE) მიერ.
ინიციატივის „მე ვარ ილიაუნელი!“ ფარგლებში კურსდამთავრებულები გვიყვებიან ისტორიებს საკუთარი გამოცდილების შესახებ. იხილეთ ბმული: https://shorturl.at/yLiPX
Facebook
Twitter