სასერტიფიკატო კურსი სოციალური მუშაობის ზედამხედველებისთვის

სასერტიფიკატო კურსი სოციალური მუშაობის ზედამხედველებისთვის

სოციალური მუშაობის სუპერვაიზერების საყურადღებოდ,
 2026 წლის 6-7 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი გამართავს ორდღიან ინტენსიურ სასერტიფიკატო კურსს სოციალური მუშაობის ზედამხედველებისთვის.
კურსი განკუთვნილია მოქმედი სოციალური მუშაკების სუპერვაიზერებისთვის, ასევე ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების მსურველთათვის.
ჩეხეთის სერტიფიცირებული პროფესიონალის, პროფესორ ტატიანა მატულაიოვას მიერ შემუშავებული კურსი მონაწილეებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის გაზიარებას.
პროგრამის თემები:
სუპერვიზიის როლისა და მიზნის სიღრმისეული გააზრება
პროფესიული ეთიკის პრინციპები
რთული სიტუაციების მართვის სტრატეგიები
სტრუქტურირებული მოდელები და მეთოდები
ეფექტური ინსტრუმენტები ზედამხედველობის პროცესში
თვითზრუნვისა და პროფესიული მდგრადობის გაძლიერება
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15-20
ტრენინგის სამუშაო ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 2 დღე / 10 საათი
ღირებულება: 200 ლარი (მონაწილეს თანხის გადახდა შეუძლია რეგისტრაციის შემდეგ)
რეგისტრაცია ღიაა https://forms.gle/1WVaDqxAyZQavEEX6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, S507 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

Facebook
Twitter