სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის 20 წლის იუბილე!

2025 წლსი 23 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მუშაობის პროგრამის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. 2006 წლიდან დღემდე პროგრამამ მომზადა 230-მდე კურსდამთავრებული, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ სოციალურ დაცვაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, ბავშვთა კეთილდღეობაში, აკადემიასა და კვლევით საქმიანობაში. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, მიმდინარე სტუდენტები და პროფესორები.
შეხვედრას ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო მატარაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე კურსდამთავრებულებს და პროგრამის სტუდენტებს. მან აღნიშნა სოციალური მუშაობის პროგრამის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. შეხვედრაზე წაკითხულ იქნა პროგრამის თანადამფუძნებლის პროფესორ ჯეიმს დეკერის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის მისალმებაც, სადაც აღნიშნული იყო ამ პროგრამის წარმატების შესახებ საერთაშორისო დონეზეც. კერძოდ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო ხარისხი აღიარებულია ამერიკის სოციალური განათლების საბჭოს (Council on Social Work Education – CSWE ) მიერაც.
სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პროფესორმა შორენა საძაგლიშვილმა შეაჯამა სამაგისტრო პროგრამის შედეგები. პროგრამის კურსდამთვარებულების უდიდესი უმრავლესობა დასაქმებულია სოციალური მუშაობის მიმართულებით და მათი მეოთხედზე მეტი მუშაობს უმაღლეს პოზიციებზე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ყურადღება ასევე გამახვილდა პროგრამის ინტერნაციონალიზაციაზე. სტუდენტების ერთ მეხუთედზე მეტმა ერთი სემესტრი მაინც გაატარა ჩეხეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამებში, რომლებთანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანაშრომლობის მემორადუმები ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ხელმძღვანელმა ისაუბრა ასევე მიმდინარე და დასრულებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებზეც (ჩიკაგოს უნივესიტეტთან თანამშრომლობით), რომლებიც ხორციელდება მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტეზე არსებულ სოციალური მუშაობის კვლევით ცენტრში (სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი – https://socialintervention.iliauni.edu.ge). კვლევებში აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და კვლევის შედეგები ასახულია მათ სადოქტორო, სამაგისტრო ნაშრომებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო სტატიებში, კონფერენციის მასალებში. გამოცემულია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული სახლემძღვანელოები. სოციალური მუშაობის კვლევითი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
გასაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური მუშაობის პროგრამაზე პრაქტიკის სწავლების ინოვაციას- სერვისით სწავლის კომპონენტს, რომელიც ეფუძნება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებას. სტუდენტები ამ კომპონენტის ფარგლებში ახორციელებენ სოციალურ პროექტებს, რომელიც ემსახურება უნივერსიტეტის მესამე მისიას. განხილულია იყო ისეთი სოციალური პროექტები, როგორებიცაა საერთაშორისო პროექტი „Inside Out” (https://www.insideoutproject.net/en/explore/group-action/united-we-act-to-defend-our-children-no), სტუდკასტი (https://www.youtube.com/channel/UClpSPTQeQ8qZ-cNU3BEVPgQ), ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური Youtube არხი კოვიდის დროს (https://www.youtube.com/watch?v=QJ6mQ0hJhLk&t=5s), პროექტი ლილოს თავშესაფარში (https://www.youtube.com/watch?v=KmHPH_DgYW0), საერთაშორისო ნორვეგიული პროექტი „ხიდების შენება“ (https://conferencegasw.wixsite.com/gasw/პუბლიკაციები/categories/29-მაისი-2021), პროექტი ლილოს თავშესაფრისთვის (https://www.youtube.com/watch?v=KmHPH_DgYW0) და ა.შ. პროგრამის პრაქტიკის კომპეტენციების ზეგავლენის ანგარიშმა გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სტუდენტების ყველა კომპეტენციაში, რაც მიუთითებს სოციალური მუშაობის სამაგისტრო კურსის ძლიერ და სისტემურ პოზიტიურ ზეგავლენაზე მონაწილეთა პროფესიულ თვითეფექტურობაზე.
შეხვედრის დასასრულს, პროფესორ ია შეყრილაძის ფასილიტატორობით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებებზე, მიმდინარე გამოწვევებზე და უწყვეტი განათლების სფეროში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ღონისძიება „მე ვარ ილიაუნელი!“ ასევე მოიცავდა ვიდეორგოლის გადაღებას. ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ პროფესიული აკადემიური წიგნები.

 

 

Facebook
Twitter