19 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სადოქტორო/სამაგისტრო პროგრამა და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, ჩეხეთის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად საველე ვიზიტზე იმყოფებოდნენ – თემი “ქედელ–ში“. არტ კაფე ქედელი / Art Cafe Qedeli
ვიზიტის დროს პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეკანი და მისი კოლეგები გაეცნენ ადგილობრივი ორგანიზაციის სერვისებს და მეთოდოლოგიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ისაუბრეს თემის დონეზე არსებულ გამოწვევებზე.
პროექტი მიმდინარეობს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის, სოციალური მუშაობის მიმართულებით ლექტორების და სტუდენტების მობილობა, ასევე სოციალური მუშაობის პროფესიის გაცნობა პრაქტიკის და თეორიის მიმართულებით.