ვორქშოპი – „ კვლევის რეკრუტირება-შერჩევის სტრატეგიები “

ვორქშოპი – „ კვლევის რეკრუტირება-შერჩევის სტრატეგიები “

8-12 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E327 აუდიტორიაში, გაიმართა ხუთდღიანი საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე „ კვლევის რეკრუტირება-შერჩევის სტრატეგიები “. 

ვორქშოპს უძღვებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლის ასოცირებული პროფესორი და აივ ინფექციის ელიმინაციის ჩიკაგოს კვლევითი ცენტრის (CCHE) თანადირექტორი, სოციალური მუშაობის დოქტორი ალიდა ბურისი.

მონაწილეობდნენ, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მკვლევრები, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა აივ ინფექციის კვლევაში, ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდების შერჩევისა და ჩართვის სტრატეგიები. ასევე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტის პილოტი.

 

ლინკი: https://www.facebook.com/Research-Center-For-Advancing-Science-In-Social-Services-And-Interventions-979097208905587/photos/pcb.1247775095371129/1247774722037833/ 

 

Facebook
Twitter