2019 წლის, 20-2 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი შორენა საძაგლიშვილი და სოციალური მუშაობის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი თეონა გოცირიძე, იმყოფებოდნენ პროგრამით ერასმუს + პროგრამაზე, პალაცკის უნივერსტიტეტში, ქ. ოლომოუცში.
პროგრამის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თავიანთ კოლეგებს, პალაცკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორებს და პრაქტიკოსებს გაუზიარეს ინფორმაცია სოციალური მუშაობის განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ. კერძოდ, ლექციები ჩატარდა სოციალური მუშაობის განათლების, სოციალური პოლიტიკის განვითარების და აკადემიური კვლევების შესახებ.
გარდა ამისა, ჩეხმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს ოლომოუცში არსებული სოციალური პროგრამები და სერვისები. კერძოდ, ქართველი სოციალური მუშაკები იმყოფებოდნენ კარიტასის 24 საათიან თავშესაფარში, კარიტასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებასა და პროგრამა “3P” ცენტრში.
ჩეხეთის და საქართველოს სოციალური მუშაობის პროგრამების პედაგოგებს შორის შედგა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი პროექტები.
ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში სოციალური მუშაობის სამაგისტრო და პალაცკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის დეპარტამენტს შორის ხორციელდება სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლის პროგრამა. ამ პროგრამით 2 მა სტუდენტმა თინათინ ფარეიშვილმა და ნათია ლომთაძემ სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრი გაატარეს ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში. ამავე პროგრამით ნომებრის თევში იგეგმება ჩეხეთის პალაცკის უნივერსიტეტის ოთხი სოციალური მუშაობის პროფესორის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ორი აკადემიური პერსონალის და 4 სტუდენტის ვიზიტი პალაცკის უნივერსიტეტში.