ეთიკური საკითხების შესახებ ტრეინიგი_ნიუსი.შ.ს

https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/treningi-etikuri-sakitxebis-shesaxeb-proeqt-aiv-infeqciis-prevencia-quchastan-dakavshirebul-axalgazrdebtan-farglebshi.page

7 თებერვალს, ოთხშაბათს, სოციალური მომსახურებებისა და მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ეთიკური საკითხების შესახებ ტრეინინგი პროექტ – „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ ფარგლებში.  ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაივლიან პრაქტიკას და ჩაერთვებიან კვლევის საველე ნაწილში. კერძოდ, სტუდენტები უშუალოდ ჩაერთვებიან აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას. პროექტის თანამშრომლებმა სტუდენტებს გააცნეს კვლევის ეთიკური სტანდარტები და მოწყვლად ჯგფებთან (კერძოდ, ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან) მუშაობის კონკრეტული მეთოდები. ტრენინგი გაგრძელდა 4 საათს. სტუდენტებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებს ზედამხედველობას გაუწევენ კვლევითი ცენტრის კოორდინატორი, სოციალური მუშაობის დოქტორანტი თეონა გოცირიძე და ასოცირებული მკვლევარი, სოციალური მუშაობის მაგისტრი ქეთევან ლეკიშვილი.  

 

პროექტის შესახებ

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის # FR17_31). 

პროექტის ფარგლებში იგეგმება საემეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევის განხორციელება ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში.  კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო პროექტი სოციალური მუშაობის მიმართულებით. 

 

Facebook
Twitter