სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრაში, რომელიც
2022 წლის 29 ივლისს გაიმართა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სატრენინგო კურსი ”ინტერპერსონალური კომუნიკაცია და თემთან ურთიერთობა”, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებს საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებისათვის გადაეცათ.
შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელმა ისაუბრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორების: თეონა გოცირიძის, ქეთევან გიგინეიშვილის, ნინო გიორგაძის, ქეთევან ლეკიშვილის და ნინო ნუცუბიძის მონაწილეობას. კერძოდ, იმაზე, რომ ამაღლდა სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ლექტორების კვალიფიკაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა მრჩეველმა ბავშვთა დაცვის საკითხებში, აარონ გრინბერგმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენელნა, ტიმოთი ჰანტმა.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით.