2022 წლებში წლებში სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის თანამშრომლების საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობები და აბსტრაქტები

როცა ბავშვი მოწყალებას გთხოვს, იცი როგორ მოიქცე

https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/sainformacio-shexvedra-roca-bavshvi-mowyalebas-gtxovs-ici-rogor-moiqce.page#prettyPhoto 

12 აპრილს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფონდმა – საქართველოს კარიტასმა, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან:  “როცა ბავშვი მოწყალებას გთხოვს, იცი როგორ მოიქცე?”  

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაცენენ ორგანიზაციის საქმიანობას, კერძოდ მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მასთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. ასევე, მიეწოდათ მათ ინფორმაცია-სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” შესახებ, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ამჟამად ახორციელებს. 

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიუსაფარი ბავშვების შესახებ  არსებული გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე, ცნობიერების ამაღლება სტუდენტებში თუ როგორ უნდა დაეხმარონ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. 

 

Facebook
Twitter