სოციალური მუშაობის სკოლების ევროპული ასოციაციის EASSW (www.eassw.org) მხარდაჭერით 17 მარტს, 9:40 საათზე, გაიმართება საერთაშორისო ონლაინსემინარი „ჩართული და თანამშრომლობითი სწავლება და სერვისით სწავლა სოციალურ მუშაობაში“. მასში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური მუშაობის მიმართულების პედაგოგებს, სტუდენტებსა და პრაქტიკის მასწავლებლებს. სემინარის ერთ-ერთი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულება.
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3HF90nV
2022 წელი