სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების განვითარების მეცნიერული კვლევითი ცენტრის საერთაშორისო შეხვედრები

2022 წლის 29 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე არსებული კვლევითი ცენტრის –  სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების განვითარების მეცნიერული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი შორენა საძაგლიშვილი შეხვდა საერთაშორისო პარტნიორებს. კერძოდ,  გერმანული კვლევითი ორგანიზაციის “Cycling for Society”  ის მთავარ მკვლევარს, სოციალურ მუშაკს ირის მიულერს, რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო კვლევას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სტიგმასთან დაკავშირებით. მისი კვლევის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით. ირის მულერი არის ბერლინის გამოყენებითი პროტესტანტული უნივერსიტეტის ლექტორი და ასწავლის პოლიტიკურ სოციალურ მუშაობას.

შეხვედრა შედგა თურქ სოციალურ მუშაკებთანაც, რომლებიც მუშაობენ ჰოსპიტალურ სფეროში. ილია უნის ლექტორმა, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქეთევან გიგინეიშვილმა თურქ სოციალურ მუშაკებს გაუწია მეგზურობა და გააცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებასთან დაკავშირებით. თურქი სოციალური მუშაკები Aysun ÇAKIR DEMİRTAŞ და Sema Yoyla ერთი კვირის მანძილზე სტუმრობდნენ კვლევით ცენტრს Erasmus+ Administrative Staff Training Mobility programme, KA 107 პროგრამის ფარგლებში. 

თურქ და გერმანელ პარტნიორებთან დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.

Facebook
Twitter