Search
Close this search box.

წიგნების პრეზენტაცია

28 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მუშაობის მიმართულების წიგნების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ წიგნების ავტორები, პროგრამის ლექტორები, პრაქტიკის ხელმძღვანელები, სოციალური მუშაობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.

2020-დან 2022 წლამდე, ორი წლის პანდემიის პერიოდში, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამამ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების განვითარების მეცნიერულ კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელა საგამომცემლო პროექტები. ამ პერიოდში გამოიცა შემდეგი სამეცნიერო ლიტერატურა:

„კონსულტირება სოციალურ მუშაობაში: ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (SP-19-393-რუსთაველის ეროვნული ფონდის საგამომცემლო გრანტი); 2020 წ.

მონოგრაფია „ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები: ეთიკური კვლევა და ანალიტიკა“ (FR17_31 რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის). 2020 წელი.

57 ასპექტი სოციალური მუშაობის კვლევის შესახებ (ევრაზიის ფონდი CPEA-LT-2017/10043). 2021 წ.

სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში: მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო (ევრაზიის ფონდი CPEA-LT-2017/10043). 2021 წ.

სამეცნიერო კონფერენცია სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად. კონფერენციის მასალები, 2022 წელი. (FR17_31 რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის). 

მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ევრაზიის ფონდს საქართველოში სოციალური მუშაობის მეცნიერების განვითარებისათვის.

Facebook
Twitter