ვიზიტი ორგანიზაცია ქედელში

19 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სადოქტორო/სამაგისტრო პროგრამა და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, ჩეხეთის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად საველე ვიზიტზე იმყოფებოდნენთემიქედელში“. არტ კაფე ქედელი / Art Cafe Qedeli

ვიზიტის დროს პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეკანი და მისი კოლეგები გაეცნენ ადგილობრივი ორგანიზაციის სერვისებს და მეთოდოლოგიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ისაუბრეს თემის დონეზე არსებულ გამოწვევებზე

პროექტი მიმდინარეობს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის, სოციალური მუშაობის მიმართულებით ლექტორების და სტუდენტების მობილობა, ასევე სოციალური მუშაობის პროფესიის გაცნობა პრაქტიკის და თეორიის მიმართულებით.

Link: https://www.facebook.com/Research-Center-For-Advancing-Science-In-Social-Services-And-Interventions-979097208905587

Facebook
Twitter