ვორკშოპი თემაზე „აივ ინფექციის კვლევის დიზაინი და ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები“

16-20 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E102 აუდიტორიაში გაიმართა ხუთდღიანი საერთაშორისო ვორკშოპი თემაზე „აივ ინფექციის კვლევის დიზაინი და ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები“. ვორკშოპს უძღვებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლის ასოცირებული პროფესორი და აივ ინფექციის ელიმინაციის ჩიკაგოს კვლევითი ცენტრის (CCHE) თანადირექტორი, სოციალური მუშაობის დოქტორი ალიდა ბურისი. ესწრებოდნენ სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მკვლევრები, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს აივ ინფექციის კვლევაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შერჩევისა და ჩართვის სტრატეგიები, ამ ტიპის მოწყვლად ჯგუფებთან კვლევის ჩატარების ეთიკური საკითხები და, ზოგადად, აივ ინფექციის კვლევის მეთოდოლოგიური საკითხები.

პროექტის შესახებ

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31).

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო ფართომასშტაბიანი კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკროდონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი სოციალური მუშაობის მიმართულებით.

ლინკი: https://www.facebook.com/Research-Center-For-Advancing-Science-In-Social-Services-And-Interventions-979097208905587/photos/pcb.1247775095371129/1247774722037833/ 

 

https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/vorkshopi-temaze-aiv-infeqciis-kvlevis-dizaini-da-quchastan-dakavshirebuli-axalgazrdebi.page#prettyPhoto

ლინკი: https://www.facebook.com/Research-Center-For-Advancing-Science-In-Social-Services-And-Interventions-979097208905587/photos/pcb.993500724131902/993493750799266/ 

 

Facebook
Twitter