12-13 აპრილს, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია “სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“. კონფერენციის დევიზს წარმოადგენდა „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებისა და ინტერვენციების მეცნიერული კვლევითი ცენტრის (რუსთაველის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო (გრანტი FR 17_31) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.
კონფერენციის ერთ–ერთი ნაწილი, კერძოდ 13 აპრილი, დაეთმო შეხვედრას აჭარის რეგიონში ქალაქ ბათუმში – სასტუმრო რედისონში ქუჩასთან დაკავშირებულ/მიუსაფარ ბავშვების/ახალგაზრდების შესახებ, რომელიც ეძღვნებოდა მიუსაფარ ბავშვთა მსოფლიო დღეს.
დისკუსიის მიზანს, წარმოადგენდა აჭარის რეგიონში ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებისა და პროფესიული ჯგუფების ცნობიერების ამაღლება. ასევე, კვლევის საფუძველზე გამოვლენილი, ბავშვთა უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მომსახურებათა პრევენციული საშუალებების რეკომენდაციების შემუშავება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმში ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური მუშაკები და სერვისის გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფასილიტაციას უწევდნენ, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის, სოციალური მომსახურებისა და ინტერვენციების მეცნიერული კვლევითი ცენტრის კოორდინატორი, სოციალური მუშაობის დოქტორანტი, თეონა გოცირიძე და ასოცირებული მკვლევარი, სოციალური მუშაობის მაგისტრი, ქეთევან ლეკიშვილი.Teona Gotsiridze Keti Lekishvili